7-8 მარტს თეირანში თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა შორის გუნდური მსოფლიოს თასი გათამაშდა. საქართველოს ნაკრები ირანში გადახალისებული შემადგენლობით გაემგზავრა და რვა გუნდს შორის მეექვსე ადგილი დაიკავა. ჯგუფურ ეტაპზე საქართველომ კუბას 5:2 სძლია, ირანთან და რუსეთთან კი 0:7 და 3:4 დამარცხდა, ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა და მეორე დღეს, მეორე ჯგუფის მესამეადგილოსან უკრაინას დაუპირისპირდა და დაპირისპირება 2:5 დათმო.
ავტორი: Orent | თარიღი: 2009-03-24, 1:40 Am | ნახვა: 42