თავისუფლები მსოფლიოს თასს ვერ შეწვდნენ - 24 მარტში 2009 - OReNT.UcoZ.Com WRESTLING
ორშაბათი, 2009-11-23, 7:32 Pm
მოგესალმები სტუმარი | RSS
Rustavi
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
    მინი-ჩეთი
    200
    სტატისტიკა

    სულ: 1
    სტუმარი: 1
    წევრი: 0
    მთავარი » 2009 » მარტი » 24 » თავისუფლები მსოფლიოს თასს ვერ შეწვდნენ
    თავისუფლები მსოფლიოს თასს ვერ შეწვდნენ
    1:40 Am

    7-8 მარტს თეირანში თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა შორის გუნდური მსოფლიოს თასი გათამაშდა. საქართველოს ნაკრები ირანში გადახალისებული შემადგენლობით გაემგზავრა და რვა გუნდს შორის მეექვსე ადგილი დაიკავა. ჯგუფურ ეტაპზე საქართველომ კუბას 5:2 სძლია, ირანთან და რუსეთთან კი 0:7 და 3:4 დამარცხდა, ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა და მეორე დღეს, მეორე ჯგუფის მესამეადგილოსან უკრაინას დაუპირისპირდა და დაპირისპირება 2:5 დათმო.

    ჯგუფურ ეტაპზე საქართველომ კუბას 5:2 სძლია, ირანთან და რუსეთთან კი 1:6 და 3:4 დამარცხდა, ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა და მეორე დღეს, მეორე ჯგუფის მესამეადგილოსან უკრაინას დაუპირისპირდა.
    პირველი-ოთხი წონითი კატეგორიის ჭიდაობის ჩამთავრებისთანავე გადაწყდა, რომ მეხუთე ადგილი უკრაინელებს დარჩებოდათ. გიორგი ედიშერაშვილი (55 კგ) იური ლედენევთან დამარცხდა, მალხაზ ზარქუა (60 კგ) – ევგენი ხავილოვთან, კობა კაკალაძე (66 კგ) – იური სიმაკინთან, ხოლო გოჩა ლომთათიძე (74 კგ) – დმიტრო კომისართან. ნიკოლოზ გაგნიძემ (84 კგ) და ბელდუხ გავაშელიშვილმა (96 კგ) ელდარ მანსუროვისა და ილიმდარ საიდოვის ძლევით ანგარიში მინუს ორ ქულამდე შეამცირეს, წერტილი კი ისევ უკრაინელმა დასვა – 120 კილოგრამში ალექსი მოდებაძეს ვასილ ტესმინეცკიმ აჯობა და საქართველო 2:5 დამარცხდა.

    მსოფლიოს თასისთვის ერთმანეთს ჯგუფების პირველადგილოსნები – აზერბაიჯანი და ირანი დაეჭიდნენ. ფინალი დაძაბული გამოდგა და თასის მფლობელის ბედი მეშვიდე შეხვედრაში გადაწყდა – მძიმეწონოსანთაგან უფრო ძლიერი აზერბაიჯანელი ალი ისაევი აღმოჩნდა და თავის გუნდს 4:3 მოაგებინა.

    მესამე ადგილი რუსეთმა დაიკავა, ყაზახეთის განადგურებით – 7:0, მეშვიდეზე კი უზბეკეთის 6:1 მძლეველი კუბა გავიდა.

    მსოფლიოს თასი. თეირანი. 7-8 მარტი

    A ჯგუფი

    საქართველო 3:4 რუსეთი
    ირანი 7:0 კუბა
    რუსეთი 3:4 ირანი
    საქართველო 5:2 კუბა
    რუსეთი 6:1 კუბა
    საქართველო 0:7 ირანი

    1 ირანი 3 0
    2 რუსეთი 2 1
    3 საქართველო 1 2
    4 კუბა 0 3

    B ჯგუფი

    უკრაინა 3:4 ყაზახეთი
    აზერბაიჯანი 6:1 უზბეკეთი
    უკრაინა 2:5 აზერბაიჯანი
    ყაზახეთი 4:3 უზბეკეთი
    უკრაინა 3:4 უზბეკეთი
    ყაზახეთი 1:6 აზერბაიჯანი

    1. აზერბაიჯანი 3 0
    2 ყაზახეთი 2 1
    3 უზბეკეთი 1 2
    4 უკრაინა 0 3

    მე-7 ადგილისთვის
    კუბა 6:1 უზბეკეთი

    მე-5 ადგილისთვის
    უკრაინა 5:2 საქართველო

    მე-3 ადგილისთვის
    რუსეთი 7:0 ყაზახეთი

    ფინალი
    აზერბაიჯანი 4:3 ირანი


     

     
    ნანახია: 43 | დაამატა: Orent | რეიტინგი: 0.0/0 |
    სულ კომენტარები: 1
    0  
    1 allxxx-man   (2009-03-27 1:52 Am)
    Занимательно спасибочки

    სახელი *:
    Email:
    კოდი *:
    შესვლის ფორმა
     
    ძებნა
    კალენდარი
    «  მარტი 2009  »
    ორსამოთხხუთპარშაბკვ
          1
    2345678
    9101112131415
    16171819202122
    23242526272829
    3031
    ჩანაწერების არქივი
    საიტის მეგობრები

    Copyright MyCorp © 2009

    საიტს მართავს სისტემა uCoz