თავისუფალი სტილით მოჭიდავეები კიევის საერთაშორისო ტურნირზე მიდიან - 24 მარტში 2009 - OReNT.UcoZ.Com WRESTLING
შაბათი, 2009-11-07, 7:37 Am
მოგესალმები სტუმარი | RSS
Rustavi
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
    მინი-ჩეთი
    200
    სტატისტიკა

    სულ: 1
    სტუმარი: 1
    წევრი: 0
    მთავარი » 2009 » მარტი » 24 » თავისუფალი სტილით მოჭიდავეები კიევის საერთაშორისო ტურნირზე მიდიან
    თავისუფალი სტილით მოჭიდავეები კიევის საერთაშორისო ტურნირზე მიდიან
    1:47 Am


















    საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები 19 თებერვალს უკრაინაში, კიევის საერთაშორისო ტურნირზე მიემგზავრება. ტურნირზე, სადაც 20-მდე სხვადასხვა ქვეყნის მოჭიდავეები მიიღებს მონაწილეობას, საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელ - ზაზა თურმანიძეს 11 მოჭიდავე მოყავს. მისი თქმით, კიევის საერთაშორისო ტურნირი უმნიშვნელოვანესი გამოცდა იქნება ევროპის ჩემპიონატის წინ, რომელიც 31 მარტ-5 აპრილს ვილნიუსში გაიმართება.

    კიევში გამგზავრებამდე, საქართველოს ნაკრების მოჭიდავეები 1-16 თებერვალს სომხეთში წაკხაძორის ოლიმპიურ ბაზაზე გადიოდნენ შეკრებას, თბილისში დაბრუნების შემდეგ კი გუნდმა “ფალავანთა კლუბში” გააგრძელა წვრთნები. 18 თებერვალს, კიევში წასვლის წინ, ნაკრების ვარჯიშს ჟურნალისტები დაესწრნენ და მოჭიდავეებსა და მთავარ მწვრთნელს გაესაუბრნენ.

    ზაზა თურმანიძე: “საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის წინა მოსამზადებელ პერიოდს გადის. ნაკრების წევრებმა სომხეთში წაკხაძორის ბაზაზე ორკვირიანი შეკრება გაიარეს, ახლა კი კიევის საერთაშორისო ტურნირზე მივემგზავრებით, სადაც სხვა, გამოცდილ მოჭიდავეებთან ერთად, ახალგაზრდებსაც გამოვცდით. კიევში მიგვყავს პირველი ნომრებიც, თუმცა რამდენიმე ლიდერს დასვენების საშუალებას ვაძლევთ, მათ შორის პეკინის ოლიმპიადის ჩემპიონსა და პრიზიორებს - რევაზ მინდორაშვილს, გიორგი გოგშელიძესა და ოთარ თუშიშვილს. საერთო ჯამში, ჩვენ ახალ ოლიმპიურ ციკლს  ვიწყებთ, რომლის დროს არაერთო მოჭიდავე გამოიცდება. კიევიდან დაბრუნების შემდეგ, კიდევ 2 შეკრება გვექნება, სადაც ევროპის ჩემპიონატზე გასამგზავრები შემადგენლობა ჩამოყალიბდება.”

    საქართველოს ნაკრების შემადგენლობა კიევის საერთაშორისო ტურნირზე

    55 კგ
    ბესიკ გოჩაშვილი

    60 კგ
    მალხაზ ქურდიანი

    66 კგ
    ზურაბ კოტორაშვილი
    მალხაზ მუზიაშვილი

    74 კგ
    გელა საღირაშვილი

    84 კგ
    თორნიკე სვანიძე
    არჩილ ქიტიაშვილი

    96 კგ
    ბელდუხ გავაშელიშვილი
    გიორგი ჩიქოვანი

    120 კგ
    დავით ოთიაშვილი
    ალექსი მოდებაძე

    მთ. მწვრთნელი: ზაზა თურმანიძე
    მწვრთნელი: დავით ხურცია

    გიორგი ჭანიშვილის ფოტოები
























































































































     

    ნანახია: 110 | დაამატა: Orent | რეიტინგი: 0.0/0 |
    სულ კომენტარები: 4
    0  
    4 tygradi   (2009-04-15 9:22 Am)
    Мдя .. интересненько. wink

    0  
    3 YaLoveSuchiRolly   (2009-04-09 0:42 Am)
    it's! клево. wink

    0  
    2 linuxmasterpro   (2009-03-27 7:50 Am)
    Сайт классный, всем в закладки его советую!

    0  
    1 LeoheartIII   (2009-03-27 4:53 Am)
    Зачет! и ниипет!

    სახელი *:
    Email:
    კოდი *:
    შესვლის ფორმა
     
    ძებნა
    კალენდარი
    «  მარტი 2009  »
    ორსამოთხხუთპარშაბკვ
          1
    2345678
    9101112131415
    16171819202122
    23242526272829
    3031
    ჩანაწერების არქივი
    საიტის მეგობრები

    Copyright MyCorp © 2009

    საიტს მართავს სისტემა uCoz