საქართველოს ჩემპიონატი გორელთა წარმატებით დაიწყო - 24 მარტში 2009 - OReNT.UcoZ.Com WRESTLING
ორშაბათი, 2009-11-23, 12:14 Pm
მოგესალმები სტუმარი | RSS
Rustavi
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
    მინი-ჩეთი
    200
    სტატისტიკა

    სულ: 1
    სტუმარი: 1
    წევრი: 0
    მთავარი » 2009 » მარტი » 24 » საქართველოს ჩემპიონატი გორელთა წარმატებით დაიწყო
    საქართველოს ჩემპიონატი გორელთა წარმატებით დაიწყო
    1:52 Am



    დიღმის სპორტულ არენაზე თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა შორის საქართველოს ჩემპიონატი 20 იანვარს ოთხმა წონითმა კატეგორიამ გახსნა. ორდღიანი ტურნირის პირველ დღეს ჩემპიონ-პრიზიორები 55, 60, 66 და 74 კილოგრამებში გამოვლინდნენ.  სამ წონაში ოქროს მედალი გორელმა მოჭიდავემ მოიგო. ჩემპიონები ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (გორი),  მალხაზ ქურდიანი (ბოლნისი),  მალხაზ მუზიაშვილი (გორი) და გელა საღირაშვილი (გორი) გახდნენ.

    განსაკუთრებით შთამბეჭდავი 17 წლის ვლადიმერ ხინჩეგაშვილის ტრიუმფი იყო. ამ ბიჭმა დაამტკიცა, რომ ქართული ჭიდაობის ამომავალი ვარსკვლავია. გამოცდილი მწვრთნელის, ნუგზარ სხირელის შეგირდმა სპეციალისტები ჯერ კიდევ შარშან აალაპარაკა, როცა ლამის ყველაფერი მოიგო, რისი მოგებაც კი შეეძლო. ჭაბუკებს შორის ჯერ საქართველოს ჩემპიონი გახდა, შემდეგ კი ევროპული ოქროც მოიპოვა.

    მერე საქართველო და ევროპა ახალგაზრდებშიც მოიგო და ახალგაზრდების მსოფლიოს ჩემპიონატზე მესამე ადგილზე გავიდა. უდიდესი ნიჭის მიუხედავად, ხინჩეგაშვილისგან უფროსებში გაჩემპიონებას ბევრი ჯერ მაინც არ ელოდა, მაგრამ ორი შეხვედრის ჩატარების შემდეგ უკვე ლამის მთელი დარბაზი მასზე ლაპარაკობდა.

    შთამბეჭდავად იჭიდავა 66 კილოგრამში მოჭიდავე მალხაზ მუზიაშვილმაც, რომელმაც მეოთხედფინალში ჩემპიონობის უმთავრესი ფავორიტი, ევროპის ვიცეჩემპიონი კობა კაკალაძე დაამარცხა. 60 და 74 კილოგრამებში კი ახალი არაფერი მომხდარა. ნაკრების პირველმა ნომრებმა მალხაზ ქურდიანმა და გელა საღირაშვილმა თავიანთი პირველობა ისევ დაამტკიცეს.

    55 კგ

    1 ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (გორი)
    2 გიორგი ედიშერაშვილი (თბილისი)
    3 კოკა კოტორაშვილი (თბილისი)
    3 გივი დავიდოვი (საჩხერე)

    60 კგ

    1 მალხაზ ქურდიანი (ბოლნისი)
    2 მალხაზ ზარქუა (აჭარა)
    3 მურთაზ კვესაძე (ქუთაისი)
    3 გიორგი მაყიშვილი (გორი)

    66 კგ

    1 მალხაზ მუზიაშვილი (გორი)
    2 ზურაბ კოტორაშვილი (თბილისი)
    3 კობა კაკალაძე (აჭარა)
    3 გიგა ცერცვაძე (ქუთაისი)

    74 კგ

    1 გელა საღირაშვილი (გორი)
    2 გოჩა ლომთათიძე (თბილისი)
    3 ბექა ბექაური (ბაღდადი)
    3 მარად ზოიძე (აჭარა)

    ბადრი კეთილაძის ფოტოები


























































































































     



















     

    ნანახია: 106 | დაამატა: Orent | რეიტინგი: 0.0/0 |
    სულ კომენტარები: 1
    0  
    1 JesterSmith   (2009-03-28 1:32 Am)
    Классно! благодарствую!

    სახელი *:
    Email:
    კოდი *:
    შესვლის ფორმა
     
    ძებნა
    კალენდარი
    «  მარტი 2009  »
    ორსამოთხხუთპარშაბკვ
          1
    2345678
    9101112131415
    16171819202122
    23242526272829
    3031
    ჩანაწერების არქივი
    საიტის მეგობრები

    Copyright MyCorp © 2009

    საიტს მართავს სისტემა uCoz